ეს არის დაკვეთა, შურისძიებას ცდილობენ - მირანდა ბაღათურია

01.05.25 14:56
ეს არის დაკვეთა, შურისძიებას ცდილობენ - მირანდა ბაღათურია

კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესასამსახური მირანდა ბაღათურია იმედოვნებს, რომ მოსამართლე დავით თეთრაული შსს-ს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და მას და ანა ყურაშვილს ადმინისტრაციულ პატიმრობაში არ გაუშვებს.

ბაღათურია პირდაპირ ამბობს, რომ ეს რეჟიმის დაკვეთა და შურისძიების მცდელობაა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესასამსახურის თქმით, რომელსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან, მას ქავთარაძე იმ დღეს საერთოდ არ უნახავს.

თუ რატომ არ შეიძლება ენახა მას მირიან ქავთარაძე, ბარათურია ხსნის, რომ ის სინდისის პატიმრის, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, შესაბამისად არათუ პროცესზე, არამედ მის სიახლოვეს ყოფნაც კი არ შეძლო.

ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს კარგად ვიცი, ამ დროს ვიმყოფებოდი ნიკა გვარამიასთან ერთად მეორე სართულზე და არა იქ სადაც ჩოჩქოლი ატყდა - ამბობს ბაღათურია.

იმედი მაქვს, მოსამართლე არ დააკმაყოფილებს შსს-ს მოთხოვნას, იმიტომ,რ ომ მართლა პრეცედენტი იქნება ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობით გაუშვან მასინ, როცა იმ პირზე ედავებაინ შეურაცხყოფის მიყენებას, რომელიც პფიზიკრუად არ უნახავს იმ დღეს და გადაკვეთა არ ჰქონია. მე ვიყავი მეორე სართულზე, ნიკა გვარამიას პრესსამსახური ვარ და ჩემი ვალდებულებაა პროცესზე დასწრება. პარალელურად, მიმდინარეობდა, ჩემი მეგორბის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი და ჩოჩქოლი როცა იყო მე ვიყავი მეორე სართულზე, ნიკა გვარამია აძლევდა ინტერვიუს და ვიდექი ბოლომდე იქ. როდესაც ჩამოვედი, მირიან ქავთარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა შენობა. შსს იმიტომ ითხოვს ჩემი და ანა ყურაშვილის პატიმრობას, რომ ეს არის დაკვეთა. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე საბა სხვიტარიძის საქმეზე. აქედან გამომდინარე, როგორც ყოფილი ჟურნალისტი და როგორც მთავარი მოწმე, ზუსტად ვიცი, რომ ხარ საქმის მთავარი მომწე, არათუ პროცესზე გეკრძალება დასწრება, არამედ სიახლოვესაც არ უნდა იყო, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. მგონი შურისძიების ამბავია. ყველა მოწმე ამბობს, რომ ეზოში, მირიან ქავთარაძემ რომ დატოვა ტერიტორია, მერე დამინახეს. ორი შსს-ს წარმომადგენელი ქალი ითხოვს პატიმრობას და რავიცი, 5 დღე თუ გამშვებენ დავისვენებ ცოტა, თუმცა აბსურდი და პრეცედენტი იქნება ეს ", -  ამბობს მირანდა ბაღათურია.

მსგავსი სიახლეები