4 მაღაროელს პატიმრობა შეუფარდეს

01.05.25 15:18
4 მაღაროელს პატიმრობა შეუფარდეს

გუშინ დაკავებულ 4 მაღაროელს - მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. 

ოთხივე მათგანს ვახო გომელაური ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.

გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღნიშნული მუხლი 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები