ეს იყო მირიან ქავთარაძის დაკვეთა, რომელიც პროცესს მანქანიდან აკონტროლებდა - მირანდა ბაღათურია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

01.05.25 15:14
ეს იყო მირიან ქავთარაძის დაკვეთა, რომელიც პროცესს მანქანიდან აკონტროლებდა - მირანდა ბაღათურია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსასამსახური, მირანდა ბაღათურია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ პოლიციელ, მირან ქავთარაძის დაკვეთა იყო.

რეჟიმი სწორედ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურის წევრებს - მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს. 

ბაღათურიას თქმით, მირიან ქავათარაძე დღეს პროცესის მიმდინარეობისას სასმართლოს ეზოში მანქანაში ელოდებოდა.

მისმა მონა მომწეებმა, ვერცერთმა ვერ დამადო ხელი - ამბობს ბაღათურია, რომელსაც მოსამართლე დავით თეთრაულმა 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  

პირდაპირ ცრუ მოწმის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო ეს. აი აქ დგას, პროცესის მიმდინარეობისას  ეზოში მანქანაში. მოიყვანა მისი მონა მომწეები და აკონტროლებდა. მაგრამ მტაავრი ისაა, რომ ვერცერთმა ვერ დამადო ხელი. პატიმრობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მგონია, რომ მიხვდნენ რაც ხდებოდა გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო პროცესზე და არ ქნეს, თუმცა შსს-ს ძალიან უნდოდა მე და ანა ყურაშვილი გავეშვი პატიმრობაში", - ამბობს მირანდა ბაღათურია.  

ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურებს მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. 

მსგავსი სიახლეები