დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ - ანა ყურაშვილის პირველი კომენტარი

01.05.25 15:19
დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ - ანა ყურაშვილის პირველი კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით თეთრაულის მიერ პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის წარმომადგენლისთვის 4 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ანა ყურაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

ახალგაზრდა ქალი "პირველებთან" ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - "დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ".

4 ათას ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. თავს დამნაშავედ მაინც არ ვთვლი, რადგან რა ფაქტსაც მედავებიან, ის ფაქტი არ ჩამიდენია. ფიზიკურად არ ვყოფილვარ იმ წამს იქ. რეჟიმი ისე იქცევა, რომ აქტიური ადამიანების დასჯა უნდა, მაგრამ დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ და ასმაგად ვიბრძოლებ." - განაცხადა ანა ყურაშვილმა. 

ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.