მარიამ შუშანია საავადმყოფოში გადაიყვანეს
აქტივისტი, მარიამ შუშანია სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გელა ხასაია სოციალურ ქსელში წერს, შუშანია საქალაქოში დაპირისპირებისას მანდატურებისგან მიყენებული ძალადობის შედეგად დაშავდა.
მარიამ შუშანიასთვის სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა, მანდატურებისგან მიყენებული ძალადობის გამო. ხელი აქვს გაშავებული და გასიებული", - წერს გელა ხასაია.
მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზიდან კოალიციის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.
"ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურებს მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.