გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხე - რა იცის გენერალურმა პროკურატურამ
გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხე - დღეს "პირველებმა" პროკურორ ვაჟა თოდუას ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ საკითხზე. პროკურორი "პირველებთან" ირწმუნება, რომ გენერალურ პროკურატურაში ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და ამბობს, რომ არც მიმართვა შესულა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
არავის არ მოუმართავს ჩვენთვის. მსგავსი ინფორმაცია ბრალდების მხარეს არ გააჩნია და არც გამოძიებას და იმ უწყებას, რომელსაც მე ვზედამხედველობ. არც არავის მოუმართავს ამასთან დაკავშირებით", - თქვა ვაჟა თოდუამ.
ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველის უცხოელმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის სარწმუნო მუქარის შესახებ ინფორმაცია ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო.
ამსტერდამთან ამის შემდეგ პირველი ინტერვიუ "პირველებმაც" ჩაწერა, რომელმაც თქვა: "ვეჭვობთ, რომ ამის უკან შეიძლება საქართველოს მთავრობის აგენტები იდგნენ".