საუკუნის გაქცევის საქმე - სასამართლომ ბაჩიაშვილი ფორმალურ პატიმრობაში დატოვა
საუკუნის გაქცევის საქმე - სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი ფორმალურ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელი სხდომიდან გაირკვა, რომ ბრალდების მხარემ, ამ დრომდე არ იცის, სად იმყოფება ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი საზღვრის კვეთის საქმეზე დისტანციურად ითხოვს ჩართვას და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ამას ბრალდების მხარე არ ეთანხმება.
დღეს სასამართლომ ასევე პატიმრობაში დატოვა ბაჩიაშვილის დახმარებისთვის დაკავებული მანქანის მძღოლი - შოთა ქარუმიძეც.
- შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.