ჩიკვაიძე: ხვალ ჰელსინკის კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაეგზავნება, იხილავთ როგორ გახდება "ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელი საერთაშორისო ბრალდებული
გიორგი ჩიკვაიძის წარმომადგენლები ჰელსინკის კომისიას წერილით მიმართავენ - რეჟიმის პატიმარი ციხიდან იტყობინება, რომ შტატებს მისი მხრიდან, ხვალ, უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მიეწოდება.
ჩვენ ვიხილავთ თუ როგორ გახდებიან ქვეყნის პირველი ბრალმდებელი და ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების კიდევ რამოდენიმე წარმომადგენლი საერთაშორისო ბრალდებულები - წერს ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, 5 მაისს შედგება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ "მეგობარი აქტი"-ს საბოლოო განხილვა. ხვალ ჩემი წარმომადგენლები ჰელსინკის კომისიას მიმართავენ წერილით და გაეგზვნებათ ჩემს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის შედეგადაც ჩვენ ვიხილავთ თუ როგორ გახდებიან ქვეყნის პირველი ბრალმდებელი და ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების კიდევ რამოდენიმე წარმომადგენლი საერთაშორისო ბრალდებულები. ვინ ვის ქვეყანაში აფათურებს ხელს ეფესბე-ს დავალებით, შევეცდები, ამაში დოკუმენტალურად დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.