მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯერ გაქურდეს, შემდეგ კი გადაწვეს - ახალი გარემოებები "ბორჯომის ბაზარის" ხანძრის ირგვლივ

01.05.25 20:19
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯერ გაქურდეს, შემდეგ კი გადაწვეს - ახალი გარემოებები "ბორჯომის ბაზარის" ხანძრის ირგვლივ

ხანძარი ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე - დაზარალებულები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ჯერ გაქურდეს, შემდეგ კი ტერიტორია გადაწვეს.

ბორჯომის ბაზრობზე დასაქმებულებმა დღენახევრიანი ლოდინის შემდეგ დამწვარ სავაჭრო ადგილებზე შესვლა გადაწყვიტეს და სწორედ დღეს აღმოაჩინეს რომ მაღაზიებში დასაწყობებული პროდუქციის ყუთები რომელიც დაწვას გადაურჩა ცარიელი იყო. 

არის კიდევ ერთი დეტალი.  მოვაჭრეები იხსენებენ, რომ ხანძრამდე სამი დღით ადრე  ბაზრობაზე უცნობი პირი მივიდა და ტერიტორია დაასურათა. 

სწორედ ამიტომ, ბორჯომის ბაზრობის უკვე ყოფილი ბინადრები ეჭვობენ რომ 15000 კვადრატული მეტრის ტერიტორის გაყიდვა უნდათ და ხანძარიც განზრახ გააჩინეს. 

ორდღიანი მოთხოვნის შემდეგ, მერია დამწვარი ბაზრობის მმართველეს და დაზარალებულებს შეხვდა, თუმცა რაიმე კონკრეტული დაპირება ხმალაძეს არ გაუცია, ბორჯომის ბაზრობის მენეჯერი ამბობს რომ მხოლოდ იმედი გაუჩნდა, რომ მოვაჭრეებს მხარში დაუდგებიან, თუმცა რაში გამოიხატება მხარში დგომა ჯერ არ იციან. მერია დაზარალბულებთან შეხვედრას მას შემდეგ დათანხმდა, რაც დილიდან სადგურის მოედანი დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. 

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები