"მთავარი არხის" 6-წლიანი ისტორია დასრულდა - 19 დღეში დაფუძნებული ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს

მთავარი არხის 6-წლიანი ისტორია დასრულდა - თანამშრომლები დღეს ბოლოჯერ მივიდნენ შენობაში, საიდანაც მაყურებელი ბოლო წლებია ახალ ამბებს ისმენს. 19 დღეში დაფუძნებული არხი ამ ეტაპზე მაყურებელს ემშვიდობება. დღეს ჟურნალისტები შენობაში საკუთარი ნივთების წასაღებად შეიკრიბნენ.
ახლა ეკრანებზე ერთადერთი წარწერა ჩანს - "აქ იყო მთავარი არხი". კრიტიკული არხი 2019 წლიდან, მას შემდეგ მაუწყებლობს, რაც გუნდი რუსთავი 2-დან წამოვიდა. 19 დღეში ახალი არხი გახსნეს, არაერთ კრიზისულ მომენტს, ფინანსურ წნეხს, გენერალური დირექტორის დაკავებას გაუძლეს და ცდილობდნენ, მაყურებელს კრიტიკული პლატფორმიდან მთავარი პრობლემების შესახებ მოესმინა.
რატომ დაიხურა "მთავარი არხი"? - არხის მენეჯმენტი თვლის, რომ მიზეზი ოლიგარქიული რეჟიმია. "ოცნებამ" ერთ-ერთი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის ხელით კრიტიკული მაუწყებლობა ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა ისე, რომ არხი ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებდა.
ახლა მთავარი კითხვაა, გაიხსნება თუ არა ახალი არხი? - გუნდს ჯერჯერობით გადაჭრით ამ საკითხზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა მაყურებელს პირდებიან, რომ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გრძელდება და სხვადასხვა პლატფორმიდან მათ ხმას აუცილებლად გაიგებენ.
"მთავარი არხი" დაიხურა - დეტალები ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.