განაჩენი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ და 8986 ბიტკოინი ქართველ ოლიგარქს - ორ სხდომაში მიღებული გადაწყვეტილება

01.05.25 20:15
განაჩენი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ და 8986 ბიტკოინი ქართველ ოლიგარქს - ორ სხდომაში მიღებული გადაწყვეტილება

გიორგი ბაჩიაშვილს ქართველი ოლიგარქისთვის 8986 ბიტკონის გადახდა დაეკისრა, რაც ორ მილიარდ ლარზე მეტია. მოსამართლე ზაალ მარუაშვილს სულ ორი სხდომა დაჭირდა, რომ ივანიშვილის სარჩელი დაეკმაყოფილებია. თუ ბაჩიაშვილი, ბიტკოინების გადახდაზე უარს იტყვის, მაშინ მას ქონებას გაუყიდიან და თანხას ბიძინა ივანიშვილს ჩაურიცხავენ. 

მოსამართლემ დღეს გადაწყვიტა, რომ მისი განაჩენი დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს, ანუ ხვალიდან ნებისმიერ დროს თუ ბაჩიაშვილი ივანიშვილს 9000-მდე ბიტკოინს ან ორ მილიარდ ლარზე მეტს არ მისცემს, აუქციონზე გავა მისი მანქანები ბინები, ავეჯი, საყოფაცხოვრება ტექნიკა, ტანსაცმელი და პირადი ნივთებიც კი, მოკლედ ყველაფერი რაც, ლისზე მის სახლში აქვს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, უკვე აღსრულების ბიუროზეა დამოკიდებული, რა ვადებში გაიტანს გასაყიდად გიორგი ბაჩიაშვილის და მისი მშობლების სახელზე არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას. 

ივანიშვილის სარჩელის პარალელურად, გვერდით დარბაზში სხვა მოსამართლე გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეს განიხილავდა. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი პატიმრობაში ფორმალურად დატოვეს. 

დღეს ასევე გაირკვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. არადა არსებობს ამერიკელი უფლებადამცველის ხმაურიანი განცხადება რომ დანაშაულის მომზადებაში სავარაუდოდ ქართული ოცნების მთავრობის აგენტები არიან ჩართული.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილსი რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები