ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში და დაჯარიმებული ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურის წევრები
ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდების მხარემ სხდომაზე საქმეზე ორი ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენლების დაკავება მოითხოვეს.
მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზთან შეკრებილი აქტივისტები დაცვის სამსახურმა გარეთ ძალის გამოყენებით გაათრია. ვითარება უკიდურესად რამდენჯერმე დაიძაბა.
ეზოში გაძევებულ აქტივისტებს დაზიანებების კვალი მთელ ტანზე ეტყობოდათ. დაზარალებულებს შორის არის მარიამ შუშანია. პარტია "ახალის" წევრს ხელი აქვს ნაღრძობი და სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება განაჩენს, მოსამართლე დავით თეთრაულმა მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს რეჟიმი პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე? - დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.