სინდისის 11 პატიმარი ვერდიქტს ციხეში დაელოდება - სასამართლო სხდომის დეტალები
სინდისის 11 პატიმარი განაჩენს ციხეში დაელოდება. განსასჯელები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უმტკიცებდნენ მოსამართლეს, რომ არც იმალებიან და არც მართლმსაჯულებას გაურბიან - უბრალოდ საკუთარი სიმართლის დამტკიცება სურთ, მიუხედავად ამისა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რეჟიმის ტყვეებს ციხის კარი მაინც არ გაუხსნა.
სინდისის პატიმრებმა დღეს სასამართლოში დაიბარეს ირაკლი კობახიძე. ბრალდებულებს ოლიგარქის რეჟიმის მსახურებთან კითხვები აქვთ. თუმცა არ სჯერათ, რომ "მეოცნებეები" გაბედავენ მართალი ადამაინების პირისპირ დასხდნენ. დღეს განსასჯელის სკამიდან ონისე ცხადაძემ ნინო წილოსანს მიმართა, იმ წილოსანს რომელიც რამდენიმე დღის ამტკიცებდა, რომ პატიმრები კომფორტში ჰყავთ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე - თქვა ონისე ცხადაძემ.
ასევე მოსამართლეს სიტყვით მიმართა რეზო კიკნაძემაც - "გთხოვთ, არ გვაფიქრებინოთ, რომ აღსარება ეშმაკს ჩავაბარეთ".
11 პოლიტპატიმრის საქმის განხილვა საქალაქო სასამათლოში 8 მაისს განახლდება.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.