“ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“- აქცია ორბელიანის მოედანზე
„ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“- ამ ლოზუნგით 10 დამოუკიდებელი პროფკავშირი, მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფები და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ორბელიანის მოედანზე აქციას მართავენ.
შეკრებილებმა ადგილზე გაშალეს ბანერი წარწერით- “ერთმანეთის მხარდამხარ“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან მათი თქმით, 1901 წელს აქ ჩატარდა პირველი აქცია, სადაც მშრომელები გამოვიდნენ და ნორმლაური შრომის პირობები მოითხოვეს.
როგორც “ტვ პირველის“ ეთერში, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ელენე ფასურმა განაცხადა, “აღნიშნული შეკრება მნიშვნელოვანია, რათა უფრო გამყარდეს კავშირები და თანამშრომლობა, მომავალი წინსვლისთვის, რადგან ქვეყანა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია“.
გვინდა დავინახოთ ერთმანეთი. ძალიან სავალალო მდგომარეობაში არიან დღეს ქვეყანაში მშრომელები, რეპრესიების გარდა, ათწლეულებია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი არ არსებობს, ასევე უმუშევრობის დაზღვევა. ამას ემატება ჭიათურელების რეპრესიები, მაღაროელებმა ათწლეულებია შრომით სამართალს ვერ მიაღწიეს. გადავწყვიტეთ, ერთად დავდგეთ, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, დღევანდელ სიტუაციაზე, გავამყაროთ კავშირები და ვითანამშრომლოთ, ერთობლივი წინსვლისთვის“,- განაცხადა ფასურმა.