მშრომელთა დაცვის დღეს ჭიათურა დიდი პროტესტით შეხვდა - მაღაროელები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
აქცია ჭიათურის ცენტრში - მშრომელთა დაცვის დღეს მაღაროელები დიდი პროტესტით შეხვდნენ. მოშიმშილე მაღაროელები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები დაუყოვნებლივ მოითხოვენ მათი დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლებას და პროცესებში სახელმწიფოს ჩართვას, რომ სამუშაო პროცესი ყველა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის აღდგეს.
მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, მიხეილ სოცკის - კაცს რუსული პასპორტით ჭიათურის მაღაროების მართვა ახლა ჩააბარეს, ჭიათურამდე სოცკის ტყიბულის შახტებს მართვადა, სადაც ხალხის თქმით, მათ რეპრესიები მოუწყო და უსამსახუროდ დატოვა. იგივე მოლოდინია ჭიათურაშიც, რომ შესაძლოა ათასობით მაღაროელი სამსახურის მიღმა დარჩეს.
სამუშაო პირობების გაუმჯობესების, უსაფრთხოების წესების დაცვისა და დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების მოთხოვნით 7 მაღაროელი მე-6 დღეა შიმშილობს, აქედან ერთი ქალია. მაღაროელები ღია კარიერული წესისა და მიწისქვეშა სამუშაოების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას ითხოვენ კომპანიისგან, სხვა შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ჭიათურა და მოსახლეობა ვერ გადარჩება.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.