ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა sknews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულები შუახნის კაცი და ქალი არიან.
მეზობლები განმარტავენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ–ის 109–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტო: sknews.ge