სოჭსა და სოხუმს შორის სამგზავრო მატარებლელი „დიოსკურია" ყოველდღე ივლის
სოჭის სადგურსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის სამგზავრო მატარებელი „დიოსკურია“ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზეა მითითებული.
პირველი რეისი დღეს, 1 მაისს შედგა.
რუსეთის რკინიგზის ცნობით, სოჭის იმერეტინსკის კურორტიდან სოხუმამდე მატარებელი გაჩერდება აბაატას, გაგრიფშის, გაგრის, ბზიფტას, გუდაუთის, ფსირცხას და ახალი ათონის სადგურებში.
ასევე, რუსული მხარის ცნობით, ელექტრომატარებლის მგზავრები საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს გაივლიან მატარებელში რუსეთის ვესიოლოეს სადგურზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცანდრიპშში.