სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

02.05.25 11:41
სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესს დაპატიმრებული ბიზნესმენი არ ესწრება, რადგან ის მოსამართლე იზა კელენჯერიძემ წინა პროცესზე სხდომათა დარბაზიდან გააძევა, ამიტომ დღევანდელ სხდომას ის თვალს ციხიდან მიადევნებს.

დღეს ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვამს. შემდეგ პროცესზე დასკვნით სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. ამის შემდეგ კი სავარაუდოდ, მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

  • ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.