ცეცხლაძემ სასამართლოს განუმარტა, რატომ არ უნდა გამოყენებულიყო მათ მიმართ პატიმრობა და რატომ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება

02.05.25 15:22
ცეცხლაძემ სასამართლოს განუმარტა, რატომ არ უნდა გამოყენებულიყო მათ მიმართ პატიმრობა და რატომ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება

 

 

ზვიად ცეცხლაძის სიტყვა სასამართლოზე - სინდისის პატიმარმა სასამართლოს განიმარტა, რატომ არ უნდა გამოყენებულიყო მათ მიმართ პატიმრობა და რატომ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება.

ცეცხლაძის განცხადებით, პროკურატურამ სტანდარტად აქცია, რომ მძიმე მუხლით დაკავებულებს წინასწარ პატიმრობაში უშვებენ, რაც მისი შეფასებით ობიექტური არ არის და აუცილებელია, მყარი არგუმენტები ჰქონდეს სახელმწიფო ბრალდებას. 

პროკურატურამ ფაქტობრივად დააწესა ისეთი სტანდარტი, რომ ვინაიდან გვედავებიან მძიმე მუხლით, მძიმე მუხლი გახდა საფუძველი იმის, რომ ჩვენ ვედავებით 4-დან 6 წლამდე და 6დან 9 წლამდე და ვინაიდან მძიმეა, ამან შეიძლება სურვილი გაუჩინოს  მიმალვის. ეს ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს, ვინაიდან ამ დასაბუთებით, ჩვენ დაგვტოვებს წინასწარ პატიმრობაშ და ამან უკვე არსებითი შედეგი მოიტანა და დღეს სრულიად სხვა საქმეზე, მარაროელების საქმეზე, ზუსტად იგივეთი იხელმძღვანელა პროკურატურა, რა დღის წესრიგიც შეიქმნა ჩვენს შემთვევაში. ამიტომ არის აუცილებელი, რომ უფრო კონკრეტული ბრალდებები წარადგინოს. მიმალვის შემთხვევაში მოცემულობა ის იყო, რომ პოლიციასთან, კრიმპოლთან იქ წინააღმდეგობა საერთოდ არ ყოფილა. სახლში მისვლის დროს თავად გავუღე კარი. არცერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ წინააღმდეგობა გამიწიაო და მაშასადამე კანონმორჩლად ჩატარდა ჩემი მხრიდან ეს პროცესი. პროკურატურამ რატომრაც აურია ერთმანეთში აღიარებისა და საკუტარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ჩვენ თუ დუმილის უფლება გამოვიყენეთ და არ დავაფიქსირეთ აზრი, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები ვართ. ძალიან ხისტი ფორმა არის გამოყენებული - წინასწარპატიმრობა", - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ. 

სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილდა პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები