მაღალია ალბათობა, რომ "ბორჯომის ბაზარი" სპეციალურად დაწვეს - ექსპერტი კორუფციულ ინტერესებს არ გამორიცხავს

02.05.25 15:59
მაღალია ალბათობა, რომ "ბორჯომის ბაზარი" სპეციალურად დაწვეს - ექსპერტი კორუფციულ ინტერესებს არ გამორიცხავს

კორუფციის მკვლევარებს ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემთხვევითობის არ სჯერათ და ეჭვი აქვთ, რომ სადგურის მოედანზე მდებარე დიდი ტერიტორიის მოსუფთავება, "ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენების ინტერესებში შედიოდა. 

ირაკლი აბესაძის თქმით, მაღალია ალბათობა, რომ "ბორჯომის ბაზარი" სპეციალურად დაწვეს.

დაველოდოთ, გამოჩნდება საქართველოს რკინიგზიდან ვინ შეისყიდის "ბორჯომის ბაზრის" ტერიტორიას და შესაძლებელია, მალევე მივხვდეთ, რომ აქ მართლა შეიძლება იყოს კორუფციული ინტერესები - ამბობს აბესაძე. 

ნინო წილოსანის და ირაკლი რუხაძისთვის შეთანხმებულ უზარმაზარ პროექტს - დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები უნდა აშენდეს იქ და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, რომ ეს პროექტი გადავიდა "არქის" საკუთრებაში. ხოლო "არქი", როგორი პრეფერენციული დამოკიდებულებით სარგებლობს თბილისის მერიის მხრიდან და როგორი ინტერესები იკვეთება, მათ შორის თბილისის მერის არქის წარმატებებთან მიმართებით, საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გზის მშენებლობის მიზანი არა ნაძალადევის რაიონში ან დიდუბის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები და სატრანსპორტო მოძრაობის გაადვილებაა, არამედ ახლა უკვე არქის მშენებლობისთვის სატრანსპორტო კავშირების შექმნა. შესაბამისად, მაღალია ალბათობა მათ შორის იმის, რომ ეს სპეციალურად გაკეთებულია. ვიცით, რომ გვერდზე ახლა ვითარდება ბავშვთა სამაყროს ყოფილი შენობა - სავაჭრო ცენტრის სახით, რომელიც ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა და ამაზეც დამაჯერებელი პასუხი საზოგადოებას არ მოუსმენია. დაველოდოთ, გამოჩნდება საქართველოს რკინიგზიდან ვინ შეისყიდის ბორჯომის ბაზრის ტერიტორიას და შესაძლებელია, მალევე მივხვდეთ, რომ აქ მართლა შეიძლება იყოს კორუფციული ინტერესები", - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცახდებით, ბორჯომის ბაზრის ტერიტორია თბილისისი მერიის ახალი გზის საპროექტო არეალშია მოქცეული. ხაბეიშვილი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კახი კალაძეს სადგურის მოედნიდან ნაძალადევამდე ახალი გზა გაჰყავს. ოპოზიციონერი მტკიცებით, ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნინო წილოსანის მამის ტერიტორიისთვის, რომელიც ელექტრო-ვაგონ-შემკეთებელი ქარხნის ნაცვლად კორპუსების აშენებას აპირებს. ასევე,  პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ნინო წილოსანის მამამ და "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ თავიანთი ქონება კალაძის ბიზნესპარტნიორსა და ნათელმირონზე, ილია წულაიაზე გაასხვისეს. სკანდალური განცხადება ხაბეიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

მსგავსი სიახლეები