"პირველების" ინფორმაციით, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
"პირველების" ინფორმაციით, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
- აჭარის პოლიციის უფროსმა თანამდებობა 4 აპრილს დატოვა.
აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძესთან ერთად, გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მონაწილე პირია.
ბესელიამ 28 აპრილს სასამართლოს ჩვენება მისცა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
- ბესელია დგებუაძეზე: სისხლდენა არ მინახავს, სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება
- "ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია" - გრიგოლ ბესელიას ჩვენება
ბესელია ესტონეთის მიერ სანქცირებული პოლიციელია.
ის აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა 2022 წელს, მანამდე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.