აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძე თავისუფალია

03.05.25 15:06
აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძე თავისუფალია

აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძე თავისუფალია - ახალგაზრდამ ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

ლევან ზაზაძე ამ წლის 21 აპრილს დააკავეს. მას სამართალდამცველებმა ხელბორკილები იმ დროს დაადეს, როდესაც თავისუფლების მოედანზე, ტროტუარზე იდგა.  შემეგ კი, 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით შეეფარდა.

ლევან ზაზაძეს რეჟიმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.