რა გახდა დადიანის ქუჩაზე კორპუსის ნგრევის მიზეზი - რას ამბობენ ადგილობრივები

04.05.25 17:15
რა გახდა დადიანის ქუჩაზე კორპუსის ნგრევის მიზეზი - რას ამბობენ ადგილობრივები

დადიანის ქუჩის მცხოვრებლები, სადაც დღეს ერთ-ერთ კორპუსში იატაკი ჩაინგრა, მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ კორპუსს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, ამორტიზირებული იყო, თუმცა მისი რესტავრაცია არ ხდებოდა. 

ერთერთი ადგილობრივი ამბობს, რომ კორპუსს სახურავიც დაზიანებული აქვს, რის გამოც შენობაში წყალი ჩადის და უფრო მეტად აზიანებს.  

40 წუთია, რაც ჩამოინგრა ეს შენობა, სავარაუდოდ რემონტი მიმდინარეობდა, ორი მუშა მოყვა. საბედნიეროდ, გადარჩნენ, წეღან გადაიყვანეს სასწრაფოთი. ამორტიზირებული შენობაა, ისტორიულ ძეგლის სტატუსი აქვს, მისი რესტავრაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ, რაც ჩვენ ქალაქში ხდება, ისტორიულ ძეგლებს ანგრევენ. სახურავი აქვს გადახდილი და წვიმა და წყალი შლის ამ შენობას და ფაქტობრივად, მოსახლეობა საფრთხეში იყო აქამდეც. ცხოვრობდნენ შიგნით, არასრულწლოვნებიც არიან. ახლა გამოიყვანეს მოსახლეობა და იმედია, დააბინავებენ მათ, - ამბობს ადგილობრივი.

კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ შენობის პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მუშებმა საყრდენი კედელი გამოიღეს, რასაც ნგრევა მოჰყვა.  

თქვეს, რომ გამოიღეს საყრდენი კედელი. წუხელ საღამოს დაიწყო ნგრევა, ბზარები გაჩნდა  და დღეს ჩამოინგრა მთლიანად სართულები, - ამბობს დადიანის ქუჩის მცხოვრები. 

მომხდარს კიდევ ერთი ადგილობრივი იხსენებს.

შევდიოდით ბინაში. ჩემმა მეზობელმა იყვირა, რომ არ შეხვიდეთ, მემგონი, ინგრევა კედლებიო. შემდეგ პირველ სართულზე ჩამოვედით, ვნახეთ, რემონტი ტარდებოდა. გამოღებული იყო მთლიანად საძირკველი და კიდევ ჩაინგრა. ჩემი ნათესავი მოყვა ნანგრევში, მეზობელი მოყვა. მსუბუქი დაზიანებები აქვთ, - ამბობს ადგილობრივი. 

თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე 3-სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სში იატაკი ჩა­მო­ინ­გრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, ორი ადგილობრივი და ერთი მუშა. დაშავებულები დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.  

მსგავსი სიახლეები