ახალი სახიფათო ნარკოტიკები საქართველოში - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

05.05.25 17:30
ახალი სახიფათო ნარკოტიკები საქართველოში - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ახალი სახიფათო ნარკოტიკები საქართველოში - ექიმები მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ. მედიკოსები, რომლებიც სპეციალურ ცენტრებში მუშაობენ, ამბობენ, რომ საშიში ნარკოტიკი ე.წ. დარქნეტების საშუალებით ანუ ონლაინ იყიდება და მომხმარებელს მისი ნამდვილობის შემოწმება არ შეუძლია. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს ჰგონია, რომ შეიძინა, ვთქვათ, კოკაინი, თუმცა მის შემადგენლობაში სხვა ქიმიური, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ურევია. 

კუსტარულ პირობებში გაკეთებული ნრაკოტიკითაა გაჯერებული დღევანდელი საქართველოს ბაზარი. ძალიან დიდი სპექტრია შემოსული, რომელიც იყიდება ე.წ. დარქნეტებით ანუ ონლაინ იყიდება. ხდება ისე, რომ ადამიანი ყდულობს, ვთქვათ, ერთ ნარკოტიკს, მაგრამ ლოკაციაზე მისულს შეიძლება, დახვდეს სულ სხვა ნივთიერება. შემოწმების საშუალება ადამიანს არ აქვს, ერთადერთი, მოიხმარს და მოხმარების მერე ხვდება, რომ გამოიყენა არა ის, რასაც ელოდებოდა, არამედ სულ სხვა რაღაც გაურკვეველი. შეიძლება, ფენტანილი იყოს გარეული, შეიძლება, სულ სხვა მომწამვლელი ნივთიერება, ეფექტის გაძლიერებისთვის, რაც უცხოა ამ მოხმარებისთვის და ზუსტად ეს იწვევს დეზოროიენტირების ფაქტებს და ხშირად სიკვდილიანობას, - ამბობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი ზაზა ქარჩხაძე.

მედიკოსი მაკა გოგია იმ საშუალებაზე საუბრობს, რომელსაც ადამიანი შველა ნარკოტიკის მიღებიდან რამდენიმე წუთში შეუძლია.

შეიძლება, ეს იყოს ე.წ. კოკაინი, რომელიც, რეალურად, კოკაინი არ არის და მის ნაცვლად არის სინთეზური ოპიატები შემადგენლობაში, მათ შორის, ფენტანილი და ეს იწვევს ასეთ უცაბედ გარდაცვალებას, რომ პირველადი დახმარების გაწევასაც ვერ აღწევენ და მ ეორე მხრივ, ჩვენი ბენეიფიციარები ახსენებენ ე.წ. კრისტალურ მეტადონს, რომელსაც ასევე შერეული აქვს ეს დამხმარე ნივთიერებები, რომელიც მძიმე ზედოზირებას იწვევს. აუცილებალდ მინდა, აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მომენტალურად იქნას გამოყენებული პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც ოპიატების ანტაგონისტი. მას შეუძლია სუნთქვის ფუნქციის აღდგენა თუ გაკეთდება ის ზედოზირებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და ჩვენი პროგრამაა ერთადერთი, რომელიც ამ პრეპარატს უსასყიდლოდ, ანონიმურად ურიგებს დაახლოებით წელიწადში 30 ათასამდე ბენეფიციარს, - ამბობს მაკა გოგია.

ქალაქში მკვლელი ნარკოოტიკი გავრცელდა, ბაზარზე შემოსულია ახალი, ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც  კოკაინის სახელით ყიდიან, თუმცა მას რეალურად კოკაინთან საერთო არაფერი აქვს, - ამ ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს.

ირკვევა, რომ ე.წ კოკაინის გამოყენებას ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა, მათ შორის ლეტალური.  სიხარულიძე “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კოკაინის მსგავსი ნარკოტიკული ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე მორფინი.