განაჩენი არის შეკვეთილი, ირაკლის დაკავებით გიორგი ჩიკვაიძე დასაჯეს - პაპიაშვილის მამა
ირაკლის დაკავებით გიორგი ჩიკვაიძე დასაჯეს - ასე ეხმაურება მოსამართლე იზა კელენჯერიძის მიერ გამოცხადებულ განაჩენს ირაკლი პაპიაშვილის მამა.
ზაზა პაპიაშვილის თქმით, განაჩენი შეკვეთილი იყო და ამ გადაწყვეტილებით იზა კელენჯერიძემ სრული მორჩილება გამოუცხადა "სასამართლო კლანს".
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ველოდი, იმიტომ, რომ ეს არის შეკვეთილი. ჩაქუჩის დარტმით და ამ გადაწყვეტილების მიღებით, იზა კელენჯერიძემ დაამტკიცა თავისი ერთგულება ამ მონურ კლანთან. ესენი არიან მონები, ერთ პიროვნებას დაქვემდებარებულები. ამ ქვეყანას სატავეში რომ უდგას გველეშაპი, იმის თანამზრახველები არიან ესენი. ეს არის იგივე გიორგის დასჯა, რომ ირაკლიც დაეკავებინათ და მიესაჯათ ის, რაც მიუსაჯეს", - ამბობს ზაზა პაპიაშვილი.
რეჟიმის მახმილებელ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
- შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.