მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 მაისს გაგრძელდება - შესაძლოა, ირაკლი დგებუაძე დაკითხონ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ, 8 მაისს 13:00 საათზე ჩანიშნულ საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ხვალინდელ პროცესზე შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით წარსდგეს.
- ის მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი - ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ტკივილი განიცადა.
- დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა.
ჟურნალისტის საქმეზე, წინა სასამართლო სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც გამოიკითხა.
- ბესელია დგებუაძეზე: სისხლდენა არ მინახავს, სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება
- "ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია" - გრიგოლ ბესელიას ჩვენება
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერტაშორისო ორგანოზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.