მოსამართლე სახელაშვილმა კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - დარბაზიდან გააძევა „ფორმულას” გადამღები ჯგუფი
დამოუკიდებელი გამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს.
დაცვის მხარეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და ივანიშვილის პრემიერ-მინისტრთან კითხვები მისივე გაკეთებული განცხადებების გამო ჰქონდა
- საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ „რუსთავი 2″-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო".
„თუ მან მზია ამაღლობელის საქმეზე იცის გამომძიებლებსა და პროკურორებზე მეტი, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში” - აცხადებს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
ნინო სახელაშვილისთვის მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, მზია ამაღლობელის პროცესიდან გააძევა „ფორმულას” გადამღები ჯგუფი, რომლებიც გახმაურებული საქმის სხდომას იღებდნენ.
სახელაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომოანია პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რაცაც "ფორმულას" ჟურნალისტი კატეგორიულად უარჰყოფს.
მაბნ მოსამართლეს არაერთხელ განუმარტა, რომ გადაღებას კანონით დადგენილი ნორმების დაცვით ახორციელებდნენ.