მოეშვით არაადეკვატური კანონების მიღებას, დაჭერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმძიმეს პროცესებს მიიღებთ - ზურაბ ცეცხლაძე "ოცნებას"
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა არალეგიტიმურ ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს, შეწყვიტონ "არაადეკვატური კანონების მიღება და ახალგაზრდების დაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უძიმეს პროცესებს მიიღებენ. ამის შესახებ ზურაბ ცეცხლაძემ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სინდისის პატიმრის მამამ საკუთარ სიტყვაში ევროპის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ ერს ევროპული არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.
დღეს იმიტომ გამოვდივარ თქვენს წინაშე, რომ ამ ათობით ათასი ადამიანის თანდასწრებით მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით და ჩემი სახელით რამდენიმე გზავნილი გავუგზანო არალეგიტიმურ, თვითმარქვია, გაყალბებული არჩევნებით მოსულ საძულველ ხელისუფლებას! პირველი, უნდა შევახსენო, რომ ევროპა ჩვენთვის არის, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოება, რუსეთისგან უსაფრთხოება. ევროპა არის სინათლე, ევროპა არის ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, კომფორტი, განვითარება. რუსეთი არის ჭოაბი, სიბნელე. აქედან გამომდინარე, ქართველ ერს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და ჩვენ ევროპის კართან მიკაკუნებული გვაქვს, ევროპის კანდიდატი ქვეყანა ვართ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს, აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს. არ დაუშვებს ამას ქართველი ერი, რაც არ უნდა სადამსჯელო კანონი მიიღოს, რეპრესიები განაოხრციელოს!
არ გაბედო ხელისუფლებამ და რუსეთის არცერთ ჯარისკაცს ფეხი არ დაადგემივინოს საქართველოში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, იმიტომ, რომ უმართავ პროცესებს მიიღებენ და ცუდ რამეს იწვნებენ. აქედან გამომდინარე, მოეშვან არაადეკვატური, სულელური კანონების მიღებას, თორემ გამორიცხული არ არის, რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის!
არ გაბედონ და აღაფ მოკიდონ ხელი არავის და ციხეებში არ შეყარონ, თორემ ძალიან ცუდ პროცესებს მიიღებენ. გაგიმარჯოთ! ბრძოლა ბოლომდე!, - ტქვა ზურაბ ცეცხლაძემ.