დადგენილია: სალომე ზურაბიშვილის სახლთან სისხლიანი ანგარიშსწორება გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავმა მოაწყო

10.05.25 21:40
დადგენილია: სალომე ზურაბიშვილის სახლთან სისხლიანი ანგარიშსწორება გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავმა მოაწყო

სუს-ის ყოფილი შეფის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, 23 წლის საბა სახვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახლთან, სისხლიანი ანგარიშსწორების მოწყობაშია ბრალდებული. კრიმინალური გარჩევა გუდიაშვილის მოედანთან მოხდა და 2 პირი დაიჭრა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთან ოფისს სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ორი კაცის დაჭრაში ბრალდებულმა საქართველოდ საზღვარი არალეგალური გზით გადაკვეთა.

სახვაძე თინათინ ლილუაშვილის შვილიშვილია - თინათინ ლილუაშვილი, ჩვენი ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის მამიდა

საბა სახვაძის დედა,  გრიგოლ ლილუაშვილის მამიდაშვილი სოფო ნიკოლაიშვილი საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, როკურატურამ სახვაძეს ბრალი ოფიციალურად 7 მაისს, წაუყენა. 8 მაისს მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა 3 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის 03:30 საათზე, მის ფანჯრებთან შეტაკებები იყო. ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური მხოლოდ დილით მივიდა და ტყვიის მასრებს ეძებდა. "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ამ სისხლიანი ანგარიშსწორების დროს ორი პირი დაიჭრა. 

თვითმხილველების მონათხრობით ირკვევა, რომ საბა სახვაძე მის თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. პროკურორი ადასტურებს, რომ სახვაძეს თან ჰქონდა არარეგისტრირებული, იარაღი რომლითაც ორი პირი დაჭრა. იარაღით რომლითაც, სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე მოაწყვეს, ჯერ გამოძიებას არ ამოუღია. სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის არეში ორი ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი - ისინი "ქართულ ამერიკულ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.  

"შაბათის ეთერს" დაპირისპირების ეპიცენტრში, გუდიაშვილის მოედანზე უდასტურებენ, რომ პოლიციამ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები იმავე ღამეს ამოიღო,  ანუ მალევე იცოდნენ, ვინ ისროდა და ვინ დაჭრა ორი ახალგაზრდა, თუმცა დამნაშავე გომელაურის უწყებას გაექცა. 

საბა სახვაძე დღეიდან ოფიციალურად ძებნილია. გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი პროკურატურამ ძებნაზე დასვა და იმ შემთხვევაში თუ მისი დაკავება გონივრულ ვადაში არ მოხდება. სახვაძეს წითელ ცირკულარზე დასვამენ.