ძლიერმა ქარმა პიაცასთან რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა

ძლიერი ქარი ბათუმში-გვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. დაშვებულები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
“ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც.
შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.
ასევე, ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.
- ზოგიერთ ქუჩასა და პარკში დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა.