მკვლელობა რატის ბარში - ვინ არიან დაკავებულები
18 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს- ივანე გიგლემიანს მკვლელობას, რატი პაკელიანს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
დაკავებულებს ბრალი დიღმის იზოლატორში ადვოკატების თანდასწრებიით გააცნეს. ადვოკატები ამ დროისთვის საქმის მასალებს ეცნობიან და არ არის გამორიცხული, დღესვე სასამართლო სხდომა ჩაინიშნოს, სადაც ბრალდებულების აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
- ერთ-ერთ მათგანს, ივანე გიგლემიანს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა, რატი პაკელიანს კი 4-იდან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ადვოკატები საქმის ირგვლივ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, გიგლემიანს ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დუმილის უფლებას იყენებს.
წაყენებული აქვს ბრალი, 109 პუნქტის, ვ ქვეპუნქტით, პოზიცია ამ ეტაპისთვის არის დუმილის უფლება,- ამბობს ადვოკატი.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა წარსულში მძიმე დანაშაულებებისთვის ნასამართლევი, ან შეწყალებული, ადვოკატი შემდეგნაირად პასუხობს:
საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ, შესაბამისად, არაფერია ცნობილი, არც მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით და არც სხვა დეტალები. როდესაც გადმომცემენ საქმის მასალებს, შემდეგ შემეძლება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში გუშინ, გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი "რატის ბარში" გამოჭრეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.