ტვ პირველის დაზარალებული ჟურნალისტი კლინიკაში რჩება - მარიამ მაკასარაშვილი კაციტაძის უწყების გამომძიებელს ჩვენებას აძლევს

13.05.25 11:29
ტვ პირველის დაზარალებული ჟურნალისტი კლინიკაში რჩება - მარიამ მაკასარაშვილი კაციტაძის უწყების გამომძიებელს ჩვენებას აძლევს

ამ დრომდე სგამოძიებო სამსახურს არც ბრალი წარუდგენია და არც  გამოუკითხავს ექს ვიცე გუბერნატორის მამა, რომელიც "ტვ პირველის" ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, ტელევიზიის კუთვნილი ტენიკა გაიტაცა, დააზიანა და გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.

დაზარალებული ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელმაც ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ტვინი შერყევა მიიღი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

დარტყმა იყო ძლიერი და ექიმებმაც როდესაც დღეს დილითავ შემამოწმეს, აღნიშნეს, რომ ძლიერიდ აზიანება არის მარცხენა მხარეს, სადაც შნჯიკაშვილის მამის მიერ მოქნეული მუშტი მომხვდა, ამიტომ დღეს აქ დამტოვებენ, - ამბობს მარიამ მაკასარაშვილი. 

ჟურნალისტთან კლინიკაში ამ წუთებში საგამოძიებო უწყების წამორმადგენლები მივიდნენ. მარიამ მაკასარაშვილმა მათ მომხდარის შესახებ ჩვენება უნდა მისცეს. 

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ ბახია "პირველებთან" ამბობს, გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, თუმცა არ ამბობს, გამოკითხეს თუ არა შინჯიკაშვილის მამა, ამოიღეს თუ არა სათვალთვალო კამერების გადაღებული ჩანაწერები.

ადვოკატის თანდასწრებით მოითხოვეს გამოკითხვა. დღეს ამ მიზნით ვარ აქ გამოცხადეული. რაც შეეხება სხვა პირების ნაწილში ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, კონკერტულად რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რადგან ვარ გამომძიებელი, მესმის, რომ არსებობს საჯარო ინტერესი ამ საქმეზე, თუმცა გამოძიების ინტერესები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა ყველა პირი, რომელიც შემხებლობაშია ამ საქმესთან და ფლობენ ინფორმაციას ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოიკითხებიან. უშუალოდ შემთხვევის ადგილი იქნა დათვალიერებული, - ამბობს თამარ ბახია. 

კარლო კაციტაძის უწყებამ მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო, თუმცა მარიამ მაკასარაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ აუცილებელია მუხლი დამძიმდეს, რადგან ადგილი თავდასხმას ჰქონდა.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ზოგადად, ჟურნალისტებთან მიმართებით რაც არ უნდა იკვეთებოდეს სხვა დანაშაული, ყოველთვის იწყება და სამწუხაროდ, გრძელდება გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, რაც არ ამოწურავს იმ გარემოებებს, რაც რეალურად ფაქტებში არის ხოლმე. მაგალითად, ამ შემთხვევაში იყო არა მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, იყო თავდასხმა და თავდასხმასთან ერთად იყო განზრახვა იმისა, რომ ჯანმრთელობა დაეზიანებინა როგორც ჟურნალისტისთვის, ასევე ოპერატორისთვის ამ პიროვნებას. ამიტომ, დღეს, გამოკითხვის ოქმშიც, ამ ფაქტებს როდესაც დეტალურად გაიხსენებს, მიუთითებს, რომ გვჭირდება გამოძიება არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობაში ხელშეშლაში, არამედ სხვა მიმართულებითაც, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.

მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა.

გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.

მსგავსი სიახლეები