რეჟიმის ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება "შინჯიკას" გადადგომით დასრულდა

12.05.25 13:11
რეჟიმის ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება "შინჯიკას" გადადგომით დასრულდა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი წერს, რომ თანამდებობიდან გადადგა. 

"შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. 

გიორგი შინჯიკაშვილის სახელი სპეცრაზმის უფროსთან ზვიად ხარაზიშვილთან დაპირისპირებას არაერთხელ დაუკავშირდა.

თანამდებობაზე,  4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას,  პირადი გადაწყვეტილებით. 

მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და  ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. 

მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.
მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.
როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში"- წერს შინჯიკაშვილი.

ზვიად ხარაზიშვილსა და გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" გაავრცელა. 

ტვ „პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, დაპირისპირება ხარებაზე დაქვემდებარებულ პირებს, სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფს შორის მოხდა.

დაპირისპირებაში შინჯიკაშვილი პირადად ჩაერია, რის გამოც "ხარებამ" მასზე შურისძიება გადაწყვიტა. 

ამ დრომდე გიორგი შინჯიკაშვილი მიმალვაში იმყოფებოდა, "ხარება" კი მას მთელი ქვეტნის მასშტაბით ეძებდა.

დაპირისპირება იმდენად მძიმე იყო, რომ "შაბათის ეთერის" წყარიოს ცნობით, "ხარება" "შინჯიკას" ყურის დაჭრით დაემუქრა. 

დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში, "შაბათის ეთერმა" სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან კადრბიც კი გადაიღო - ადგილზე რამდენიმე მანქანა და ათობით ადამიანი იყო მობილიზებული. ისინი რამდენიმე დღე იცავდნენ შინჯიკაშვილის ოჯახს.

ეს ყველაფერი არ არის, რამდენიმე თვის წინ 100-მდე ნიღბიანი პირი ერთ-ერთ სპორტ დარბაზში შეიჭრა - გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ოპერაციას პირადად "ხარება" პირადად აკონტროლებდა

 

მსგავსი სიახლეები