"კოორდინაციის დარღვევა აქვს, დღესაც კლინიკაში რჩება" - მედიკოსი ტვ პირველის დაზარალებულ ჟურნალისტზე

13.05.25 13:31
"კოორდინაციის დარღვევა აქვს, დღესაც კლინიკაში რჩება" - მედიკოსი ტვ პირველის დაზარალებულ ჟურნალისტზე

 

 

ტვ პირველის ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილის, რომელსაც გუშინ თავს შინჯიკაშვილის მამა დაესხა, ტვინის შერყევა და კოორდინაციის დარღვევა აქვს. ამის შესახებ კლინიკა ინგოროყვას ექიმი საუბრობს.

მედიკოსის თქმით, ჟურნალისტი დღესაც კლინიკაში რჩება, რის შემდეგაც უკვე მკურნალობას სახლში განაგრძობს. 

მიღებულია ტვინის შერყევის დიაგნოზით გუშინ საღამოს. მას აღენიშნება კოორდინაციის დარღვევა უპირატესად წამოდგომისას, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესაც რჩება მეთვალყურეობის ქვეშ. თვალსაჩინო დაზიანება არ არის, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა მარცხენა მხრიდან ანუ თავის მარცხენა მხარეში, - ამბობს მედიკოსი.

მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა. დაზარალებული ჟურნალისტს ტვინის შერყევა აქვს და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ იყო ჟურნალისტი მისული შინჯიკაშვილების სახლში, სადაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები