გიორგი ჩიკვაიძის დედა: ადამიანს, რომელმაც 30 დღე უკვე იშიმშილა, საჭმელი არ მიაწოდეთ, მკვლელები არ ხართ?!

15.05.25 00:08
გიორგი ჩიკვაიძის დედა: ადამიანს, რომელმაც 30 დღე უკვე იშიმშილა, საჭმელი არ მიაწოდეთ, მკვლელები არ ხართ?!

რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მისი შვილი მე-5 დღეა იძულებით შიმშილობაზეა - ეკა წერეთელი ამბობს, რომ პატიმარმა ციხის საკვებს უნდობლობა გამოუცხადა, რათა აქვს ეჭვი, რომ მოწამლეს. ამის ფონზე, წერეთლის განმარტებით, ოჯახს პატიმრისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში საჭმლის შეგზავნის უფლებას არ აძლევენ. 

"ადამიანს, რომელმაც 30 დღე უკვე იშიმშილა, საჭმელი არ მიაწოდეთ, მკვლელები არ ხართ?!" - მიმართავს ეკა წერეთელი შესაბამის უწყებებს. 

გიორგიმ უნდობლობა გამოუცხადა ციხის საკვებს, რადგან ეჭვი აქვს, რომ მოწამლეს. ჩვენ დაგვრთეს ნება, რომ გიორგისთვის საკვები ოჯახიდან შეგვეტანა. მაგრამ მერე გვითხრეს, რომ თქვენთვის გაუქმდაო. საჭმელი აღარ შეგვატანინეს. ანუ, ადამიანი გადაიყვანეს იძულებით შიმშილობაზე. გიორგი მე-5 დღეა იძულებით შიმშილობაზეა. მაშინვე გავაკეთეთ განაცხადა, რატომ, რის გამო?...

ბოლო ორი თვის განმავლობაში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ამას სახალხო დამცველის აპარატიც ადასტურებს... შეგვატანინეთ საკვები ადამიანებო, რა გჭირთ. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ პატიმარს საჭმელს არ აჭმევდნენ... ეს არის რუსული მთავრობა, თქვენ მალე წახვალთ, ჩვენ გავიმარჯვებთ. თქვენ ყოველთვის გერქმევათ მკვლელების სახელი. თქვენ კლავთ ამ ახალგაზრდების სიცოცხლეს, ამ ახალგაზრდების თავისუფლებას, სიხარულს. პროკურორები, მოსამართლეები და იუსტიციის სამინისტრო. გაბედეთ და ადამიანს, რომელმაც 30 დღე უკვე იშიმშილა, საჭმელი არ მიაწოდეთ. მკვლელები არ ხართ?" - განაცხადა ეკა წერეთელმა. 

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

  • შგიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები