ირაკლი ხმალაძე თბილისი ვიცე-მერი აღარ არის
ირაკლი ხმალაძე თბილისი ვიცე-მერი აღარ არის - ის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ხმალაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საკადრო ცვლილებებს მერიაში წინ უძღოდა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება.
"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო ბეთანიაში კახა კალაძის მარჯვენა ხელს, თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა.
ოფიციალურად ბეთანიაში სახლ-კარის მფლობელი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, თამარ მელიქიშვილია.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, თუ სასახლე ბეთანიაში ნამდვილად მას ეკუთვნის, საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ როგორ მოაგროვა მილიონ 200 ათასი რომ ეს უძრავი ქონება, სესხის გარეშე შეეძინა - თამარ მელიქიშვილი კითხვებს არ პასუხობს.