სტამბოლში მოლაპარაკების წინ რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია
სტამბოლში მოლაპარაკების წინ რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომელი სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის.
- ზელენსკი სტამბოლშია, პუტინი მოსკოვში - ვინ იქნებიან რუსეთ-უკრაინის დელეგაციაში მოლაპარაკებების დროს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლტავის და კიევის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ტყის მასივში. სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე ათეული სახლი, საბავშვო ბაღი და მაღაზიები. ნაწილობრივ დაინგრა კულტურის სახლი.
ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, ბერისლავის რაიონში დრონით დარტყმა იყო ავტომანქანაზე, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა. დაიჭრა მძღოლი.