ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ უძილაური სხვისი შეკვეთით მოქმედებდა - მოკლული ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი
შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც ჩანს, სად გადაადგილდებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელი მკვლელობამდე და მას შემდეგ, ჯანგველაძის ოჯახი და უფლებადამცველი პირდაპირ ამბობენ, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. ამის შესახებ ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეკადრებში ცხადად ჩანს, როგორ აქვს გელა უძილაურს კომუნიკაცია ტელეფონით სხვა პირებთან, რომლებისაგანაც, სავარაუდოდ, იღებს მითითებებს და ასევე შეტყობინებებს, სად გადაადგილდება მსხვერპლი.
ვიდეოკამერებში ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ იღებს უკვე გელა უძილაური რაღაც საგანს, რომელიც სხვის მიერ არის მანამდე დადებული, სავარაუდოდ, იარაღს. ასევე ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ კომუნიკაციობს სხვა პირებთან, როგორ უთანხმებს კონკრეტულ ნაბიჯს. როდესაც გელა უძილაური იმყოფება ვაკეში, ლევან ჯანგველაძე აეროპორტშიც კი არ არის ჯერ ჩამოსული და ის უკვე შემდეგ აეროპორტში ჩამოდის, შემდეგ უკვე ის ტოვებს კონრეტულ ტერიტორიას და მიდის ვაკეში და მთლიანად ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით გელა უძილაური იღებს სხვა პირისგან ინფორმაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, მას სცოდნოდა, კონკრეტულად როდის, რა დროს, რა ლოკაციაზე იქნებოდა ლევან ჯანგველაძე. აქ აშკარაა, რომ ის მოქმედებს სხვისი დავალებით. აქ ძალიან აშკარაა, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა
ადვოკატის თქმით, უძილაურის მარშრუტი აჩენს ეჭვს, რომ მას ჰქონდა რწმენა, რომ არ დააკავებდნენ. კაკაბაძე ამბობს, რომ კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ მკვლელობის იარაღი და ასევე სავარაუდო ქილერის ტელეფონი გამქრალია, რადგან უძილაურის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია უტყუარად დაადასტურებდა შემკვეთის ვინაობას.
ვიდეოკამერების ჩანაწერები არსებობს საქმეში. კამერების თვალწინ, ისე, რომ არანაირი ნიღაბი მას არ უკეთია... იმ ადგილიდან, სადაც ეს ხდება, ქალაქის გასასვლელში, საკმაოდ დიდი დროა საჭირო, თუმცა მან საკუთარ თავზე აიღო ეს რისკი რატომღაც და რატომღაც ის დარწმუნებული იყო იმაში და ის ვარაუდობდა, რომ მას არ დააკავებდნენ. მისი ტელეფონი, მისი იარაღი რომ ყოფილიყო ამოღებული, ჩვენ მივიღებდით უმნიშვნეოვანეს ინფორმაციებს. მისი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის მესჯოჯობდა, უამრავ ზარს ახორციელებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს უთანხმებდა სხვა პირებს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უკვე ნამდვილად გავცემდით პასუხს კონკრეტულ კითხვაზე, იმ კითხვაზე, რომელზეც დღეის მდგომარეობით, ორი თვის შემდეგ პასუხები არ გვაქვს, - ამბობს ადვოკატი.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ახლა პროკურატურისგან განმარტებებს ელოდება.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიაგნო ოქროს მოწმეებს.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი ასაჯაროებს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკველობამდე გადაღებულ კადრებს, რომელიც 14 მარტს ვერეს ხეობაშია გადაღებული. ჩანაწერში სავარაუდო ქილერის, გელა უძილაურის გადაადგილებაა ასახული. (ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს სათვალთვალო კამერები ლევან ჯანგველაძის მკველობამდე სამი საათით ადრე აფიქსირებენ).
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები აჩენს ვარაუდს, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა და ამ ტერიტორიაზე მისთვის დანაშაულის იარაღის გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი.