მინი ოლიგარქების სანქცირების მოთხოვნა - “პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტური გამოძიების ავტორთან

19.05.25 18:00
მინი ოლიგარქების სანქცირების მოთხოვნა - “პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტური გამოძიების ავტორთან

რა რეაგირება ექნება ნიდერლანდების პარლამენტს სკანდალურ  ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც ივანიშვილისა და რუხაძის  ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საერთო ბიზნესს ეხება.

გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებმაც ნიდერლანდებში ივანიშვილის ახლო გარემოცვის, ირაკლი რუხაძის ბიზნეს საქმიანობა შეისწავლეს და მასალა მოამზადეს, “პირველებთან“ საუბარში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ნიდერლანდების მთავრობას მსგავსი ტიპის ფაქტებთან დაკავშირებით აუცილებლად ექნება რეაგირება. 

მათივე თქმით, ნიდერლანდების მთავრობა გააგრძელებს თვალყურის დევნებას ირაკლი რუხაძისთვის, რომელიც ფლობს, საკმაოდ მსხვილ აქტივებს ჰოლანდიის ტერიტორიაზე და ამის პარალელურად, ცდილობს თავი აარიდოს ბიზნესში ნაკისრ ვალდებულებებს.

ქართულ კომპანიებს, როგორიც არის ქართული ცემენტი, ტელეკომპანია “იმედი“, “ლიბერთი ბანკი“ მშობელი კომპანია ნიდერლანდებში ჰყავთ. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრ რუსულ კომპანიას აქ თანამშრომლობის სტრუქტურები ჰყავს, ეს იმიტომ, რომ ნიდერლანდებს კარგი საგადასახადო კანონი აქვს, უცხოელი ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის. ნიდერლანდებს აქვს ბევრი ორმხრივი საგადასახადო ხელშეკრულებები სხვა ქეყნებთან, რომელიც ამ ქვეყანააში ბისნესის კეთებას უფრო მიმზიდველს ხდის. ტელეკომპანია “იმედი“, რომელსაც რუხაძე ფლობს, საქართველოში ცრუ ინფორმაციის ავრცელებს და პოლიტიკური პარტიიისთვის მუშაობს , ავრცელებს ანტი-ევროპულ რიტორიკას , ამ ფონზე, ეს კაცი ბიზნესს აკეთებს ნიდერლანდებში. კომპანიებს მხრიდან კანონის სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მათი საქმიანობა გამჭვირვალეე არ არის და მათი საგადახადო საქმიანობა ბუნდოვანია.  ამიტომ, ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში გამოძიება შესაბამისად იმოქმედებდა“,- ამბობს ნიკ დე ჯაგერი.

რაც შეეხება სანქციებს-გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, “ჰოლანდიის პარლამენტში სერიოზული მზადყოფნაა დაასანქცირონ ივანიშვილი და ისინი ვინც მას ეხმარება.“

რაც შეეხება სანქციებს, ჰოლანდიის პარლამენტში სერიოზული მზადყოფნაა დაასანქცირონ ივანიშვილი და ისინი ვინც მას ეხმარება. მაგრამ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრიი ამბობსს, რომ სურთ ეს მაშინ გააკეთონ, როცა სსანქციების გადაწყვეტილება ევროკაშირის შიგნით იქნება. ვფიქრობ, სავარაუდოდ, სავიზო აკრძალვები დაუწესდებათ ივანიშვილსა და სხვებს, რადგან ეს გადაწყვეტილებაა ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მიიღეს,- ამბობს ჟურნალისტი.

ცნობილმა გამოცემამ “follow the money“  საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის, ირაკლი რუხაძის ნიდერლანდებში ბიზნეს საქმიანობის შესახებაა საუბარი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსური ანაგრიშები ირაკლი რუხაძეს ჰოლანდიაში არასრულად აქვს წარმოდგენილი, დოკუმენტები არ არის დამოწმებული, რის გამოც, გამოძიების მტკიცებით, მას ძალა არ აქვს.

გამოცემა წერს, რომ რუხაძის საქმიანობაში შესაძლოა, სამი დანაშაული გამოიკვეთოს. ჟურნალისტებმა ფაქტების გადასამოწმებლად რუხაძის ბიზნესის მმართველს მიმართეს, რის საპასუხოდაც აგრესია მიიღეს და კითხვებზე არ უპასუხეს.

მასალაზე ნიდერლანდელი ჟურნალისტები „საერთაშორიოს გამჭვირვალლობა“ საქართველოსთან ერთად მუშაობდნენ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “ივანიშვილს და რუხაძეს დასავალეთში გამადიდებელი შუშით აკვირდებიან“.

მსგავსი სიახლეები