სკანდალი: ვინ არის პირი, ვისგანაც ქილერმა ან დამკვეთებმა, სავარაუდოდ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი იყიდეს?

20.05.25 15:00
სკანდალი: ვინ არის პირი, ვისგანაც ქილერმა ან დამკვეთებმა, სავარაუდოდ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი იყიდეს?

 

 

ვინ არის პირი, ვისგანაც ქილერმა ან მკვლელობის დამკვეთებმა, სავარაუდოდ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი იყიდეს? - თბილსის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სანდრო წივწივაძის, მეტსახელად "ჯანოს" გამოკითხვას ითხოვს

უფლებამცველის ამ მოთხოვნას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იარაღი, საიდანაც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას 14-ჯერ ესროლეს, წარსულში, სავარუდოდ, სანდრო წივწივაძის სახელზე იყო გაფორმებული.

ასევე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ეს კონკრეტული იარაღი გამოყენებული არის სხვადასხვა მკვლელობების ჩასადენად - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე. 

ადვოკატი, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ წივწივაძემ, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი კრიმინალურ საძმოს გადასცა. სწორედ ამიტომ, ტარიელ კაკაბაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს გამოძების მიერ. 

ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაამოწმოს საგამოძებო ორგანომ, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელდა, ეხება კონკრეტულ ადამიანს - სანდრო წივწივაძეს, მეტსახელად "ჯანოს", რომელთანაც უნდა იყოს დაკავშირებული ის იარაღი, რომელიც გამოყენებული არის, როგორც მკვლელობის იარაღი ამ საქმეში. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება აღნიშნული ინფორმაცია, რომ ამ ადამიანმა ეს იარაღი გადასცა ერთ-ერთ კრიმინალურ საძმოს და ასევე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ეს კონკრეტული იარაღი გამოყენებული არის სხვადასხვა მკვლელობების ჩასადენად. სხვადასხვა საქმეებში, რომელიც რიგ შემთხვევაში გახსნილი არ არის და ამ საქმეში იარაღი რა თქმა უნდა, ამოღებული არ არის. ამიტომ, უნდა მოხდეს შესაბამისი საგამოძებო მოქმედებების ჩატარება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ გადამოწმდეს ეს პიროვნება, გადამოწმდეს ის ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება და თუ დავინახავ, რომ საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულება, ამის შემდეგ უკვე მექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას უკვე კატეგორიული და ცალსახა ინფორმაციები მივაწოდო უმნიშნელოვანეს საკითებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანი არ არის გამოკითხული. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, არ არის ბრალდებული და მეც ვეწინააღმდეგები კონკრეტული, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ვინმესთვის ბრალის წაყენებას, თუმცა, ეს ვერსია, ეს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ბოლო დღეებში რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ, სასწრაფოდ უნდა იქნას გადამოწმებული და შესაბამისი მტკიცებულებები უნდა ჩაიდოს საქმეში", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე. 

"ტვ პირველი" სანდრო წივწივაძესთან დაკავშირებას და იმის გარკვევას ცდილობს, თუ რატომ გაჟღერდა მისი სახელი.

ასეევე, "პირველები" ცდილობს, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას გამოძიებისგანაც - მუშაობს თუ არა პროკურატურა, რა იარაღით მოხდა მკვლელობა, ვინ იყოს დამკვეთი, გავიდნენ თუ არა სანდრო წივწივაძესთან კომუნიკაციაზე და გამოიკითხა თუ არა ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიაგნო ოქროს მოწმეებს. 

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა გასულ შაბათს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკველობამდე გადაღებულ კადრები გაასაჯაროვა, რომელიც 14 მარტს ვერეს ხეობაშია გადაღებული. ჩანაწერში სავარაუდო ქილერის, გელა უძილაურის  გადაადგილებაა ასახული.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები აჩენს ვარაუდს, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა და ამ ტერიტორიაზე მისთვის დანაშაულის იარაღის გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

მსგავსი სიახლეები