დაკავებისას დააგდეს ძირს, პოლიციელმა ჩაარტყა და თრევა-თრევით წაიყვანა, აქვს დაზიანებები - ალბი კორძაიას ადვოკატი
დაკავებულ ალბი კორძაიას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება - ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე "პირველებთან" საუბრობს, რომელმაც დაკებული იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
როგორც ტყეშელაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკავებისას სამოქალაქო აქტივისტზე იძალადა, ადგილი ჰქონდა თავში ჩარტყმას, თმით თრევას და ხელბორკილების მოჭერას.
ალბის დაკავება ხორციელდებოდა, ის დააგდეს ძირს, ამ დროს დაიზიანა მუხლი და აქვს სხვადასხვა დაჟეჟილობები ფეხებზე. ასევე, როდესაც იყო დავარდნილი, წამოყენებისას უკნიდან მას ჩაარტყა ერთ-ერთმა პოლიციელმა და თრევა-თრევით წაიყვანა მანქანისკენ. შემდეგ დაადეს ხელბორკილები, რომლებიც იყო ძალიან მოჭერილი ხელზე და აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. აქვს მაჯები გასიებული და აქვს სილურჯეები, რაც ყველაფერი აღწერილია სახალხო დამცველის დოკუმენტშიც. ამ დროისთვის, ზუსტად ვინ იძალადა ალბიზე, სახელი და გვარი არ ვიცით, მაგრამ ალბი მას აღწერს და შეუძლია ამოიცნოს, ახლა ამ დროისთვის იზოლატორში მე ვერ ვანახე სხვადასხვა სურათები, რომლითაც შეიძლება ამ პოლიციელის ამოცნობა, მაგრამ როგორც კი გამოვა, ის თავად ამოიცნობს და გვეცოდინება, ვინ არის ეს პოლიციელი", - ამბობს ადვოკატი.
ასევე ნახეთ:
შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი პოლიციამ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
სამოქალაქო აქტივისტები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.