"ოცნება" რუსული სახელმძღვანელოთი მოქმედებს - გიგაური EU-ს დიპლომატი ქვეყანაში არშემოშვებაზე
"ოცნება" რუსული სახელმძღვანელოთი მოქმედებს - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის არშემოშვების სკანდალს.
გიგაურის თქმით, სწორედ რუსეთში და ბელორუსში ხდებოდა საელჩოს წარმომადგენლების გაშავება და "ოცნება" ახლა ახალს არაფერს იგონებს.
ეს არის რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ საქართველო სცილდება ევროპას და დასავლურ სამყაროს. ეს არ არის რაღაცა ახალი. ჩვენ ვხედავდით, რომ რუსეთშიც, ბელორუსიაში ასეთი რამ ხდებოდა, მათ შორის გაშავება კონკრეტული ელჩების, საელჩოს წარმომადგენლების და შემდეგ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნებსი წარმომადგენლების არშემოშვება ქვეყანაში. ახალს არაფერს არ იგონებს "ქართული ოცნება". მათ უბრალოდ აღებული აქვთ ეს რუსული სახელმძღვანელო და იმით მოქმედებენ", - ამბობს ეკა გიგაური.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "პირველებს" უდასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო - წერია "პირელებისთვის" გამოგზავნილ კომენტარში.