ხოშტარია: ღირსების შელახვა და დამცირება, მათ შორის ქალების მიმართ, არის ერთადერთ სტრატეგია, რაც "ოცნებას" დარჩა
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია Amnesty Internationaly-ის მძიმე ანგარიშს ეხმაურება, სადაც პირდაპირ წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციებზე ქალების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობას იყენებენ.
ხოშტარია, რომელმაც დაკავების პერიოდიში აღნიშნული საკუთარ თავზე გამოსცადა და ამაზე არაერთხელ საჯაროდ ილაპარაკა, ამბობს, რომ რუსული დიქტატურული სტანდარტი განსაკუთრებული სისასტიკისა და ღირსების შელახვის ქალების მიმართ საქართველოში ნათლად ჩანს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს რომ ღირსების შელახვა, უფლებების დარღვევა და დამცირება ეს არის ერთადერთ სტრატეგია, რაც დარჩა "ოცნებას".
რუსული დიქტატურული სტანდარტი განსაკუთრებული სისასტიკისა და ღირსების შემლახველია ქალების მიმართ სამწუხაროდ საქართველოში ნათლად გამოჩნდა. მე თავად ვიყავი ამის მომსწრე და ძალიან მნიშვნელოვანია მის მხილება ეს იყო ჩემი მოტივაცია. ამის მხილება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ის, რომ Amnesty Internationaly ამ პრობლემას ცალკე გამოყოფს, როგორც პრობლემა ეს არის პრევენცია. ღირსების შელახვა, უფლებების დარღვევა, დამცირება მათი ჭკუით ეს არის ერთადერთ სტრატეგია, რაც დარჩა "ქართულ ოცნებას", ეს არის სტრატეგია საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მათ შორი ქალების მიმართ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ჩხრეკისას გაშიშვლება და დამცირება მიუღებელია - "ქართული ოცნების" სისტემას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ამხელენ. Amnesty Internationaly შეშფოთებულია რომ ქალები, რომლებიც უწყევეტი პროტესტის ავანგარდში დგანან, განყოფილებებში ხშირად დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები ხდებიან. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი გენდერულად მოტივირებული ძალადობის შესახებ. შემაშფოთებელ ფაქტებზე უკვე თვეეებია გამოძიების დაწყებას უფლებადამცველები ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.