როგორია მსვლელობების განრიგი, რომელიც დღევანდელი დღის აღსანიშნავად მოეწყობა
დამოუკიდებლობის დღე- საქართველოს მოქალაქეები დღევანდელი დღის აღნიშვნას მსვლელობებით 5 ადგილიდან დაიწყებენ.
რესპუბლიკის მოედანზე 2 მსვლელობაა დაგეგმილი- „ეს დღე ჩვენია“-ასე ერქმევა ერთ-ერთ მსვლელობას, რომელსაც ყოფილი საჯარო მოხელეები 15:00 საათიდან მოაწყობენ, რაც შეეხება მეორე მსვლეობას- “პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ 16:00 საათიდან დაიწყება.
ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში, რომელიც ასევე 15:00 საათზე დაიწყება. 16:00 საათზე ფილარმონიასთან გეგმავენ შეკრებას ხელოვანები, ხოლო 17:00 საათზე „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, საპროტესტო მარში ჩატარდება.
მარშების საბოლოო შეკრების ადგილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.
ჩემთვის მნიშვენლოვანი მარში, რომელსაც შვუერთდები, ეს არის რესპუბლიკის აღლუმი, ძალია ცნობილი ფოტო არსებობს, როდესაც შევარდენის გიმნაზისტი გოგონები, 1919 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 1 წლის თავზე, ამრშით გამოემართნენ, რომ მიელოცათ საზოგადოებისთვის თავისუფლება. როგორი ჩაცმულობიტაც ჩვენ ფოტოებში გვყავს ნანახი ეს გოგონები, ქართველი ქალი აქტივისტები, ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან პროტესტში აღლუმით შერთდებიან რუსთაველზე მყოფ ადამიანებს. საქართველოს წიგნის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ პირველი სკოლის წინ, ილიას და აკაკის ძეგლთან ყოფილიყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ეს არის ის წიგნები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება როგორც თავისუფლებას, ისე დიქტატურას, რადგან გვინდა, ეს იყოს ერთგვარად შემეცნებითი აქტივობა,- ამბობს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.