ვაფუძნებთ შევარდენების რაზმს, რომელიც ხშირად შემოგთავაზებთ ასეთ მარშებს-თათია მექვაბიშვილი
ქალებს, ისე მოგვეწონა ეს შევარდენის მარში, რომ ვაფუძნებთ შევარდენების რაზმს, რომელიც ხშირად შემოგთავაზებთ ასეთ მარშებს,- ამის შესახებ ჯგუფ “წინაპრების“ დამფუძნებელმა თათია მექვაბიშვილმა “პირველი რესპუბლიკის აღლუმზე“ დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მექვაბიშვილის თქმით, “შევარდენების რაზმი“ ხშირად შეიკრიბება და “ბევრს იმსჯელებს იმაზე, რომ ზუსტად ისეთი საქართველო ააშენონ, როგორიც წინაპრებს სურდათ.“
არ შეიძლება ჩვენნაირი ადამაინები, ჩვენნაირი ერის შვილები ახლა იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ დასაცავი გქვონდეს ისევ სამშობლო, რადგან ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს და დაგვიტოვეს ისეთი ქვეყანა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ. ჩვენ, ქალებს, ისე მოგვეწონა ეს შევარდენის მარში, რომ ვაფუძნებთ შევარდენების რაზმს, რომლებიც ხშირად შემოგთავაზებთ ასეთ მარშებს, ხშირად გავაცოცხლებთ ჩვენი წინაპრების სიტყვებს, ნათქვამს, შევიკრიბებით და ბევრს ვიმსჯელებთ, რომ ზუსტად ისეთი საქართველო ავაშენოთ, როგორიც მათ სურდათ. ისეთი საარჩევნო კანონები, მოქალაქეზე გათვლილი მმართველობა, როგორიც ამ ადამიანებს სურდათ. ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსული რეჟიმი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, -განაცხადა მექვაბიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება “შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში, 1919 წლის 26 მაისს მოეწყო.
“პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ - ასე ეწოდება მარშს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.