შატილის ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

25.02.21 17:56
შატილის ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს: გოჩა გოგილაშვილსა და შალვა ბოლოთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ  მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

სასამართლომ  ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად  17 ადამიანი გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა.