ცნობილია, სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი - ამის შესახებ ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ახლა უფლებადამცველი ბაჩიაშვილის სანახავად რუსთავში მიდის.
ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა.
- შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.