The Guardian: ბაჩიაშვილი აბუ დაბიში ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს

27.05.25 20:00
The Guardian: ბაჩიაშვილი აბუ დაბიში ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს

გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ახალ დეტალებზე წერს. გამოცემის ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმრო Jumeirah Beach-ის ფოიეში, ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს.

ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა -წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დარეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა. 

რობერტ ამსტერდამმა, რომელიც ბაჩიაშვილს იცავდა, განაცხადა, რომ „მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი და, როგორც ჩანს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს".

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ წამების გამოყენებით. საქართველო ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული მდგომარეობით, ამიტომ ეს რეალური, სერიოზული შეშფოთების საგანია“,-დასძინა მან.

  • თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები