გიორგი ბაჩიაშვილის საქმე - ბიზნესმენი დუმილს სავარაუდოდ დღეს დაარღვევს
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე სხდომა 14:00 საათზე ჩატარდება.
ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და დუმილს სწორედ 29 მაისს დაარღვევს.
დღეს, 2 საათზე გაიმართება გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელზეც მონაწილეობას მიიღებს ასევე თავად გიორგი. მე პირადად დავუკავშირდი გუშინ სასამართლოს ორჯერ და შევატყობინე, რომ ბრალდებულის სურვილი იყო მას მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ პროცესში"- აცხადებს ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა.