ბაჩიაშვილის პროცესზე მედიის ნაწილს არ უშვებენ - ადგილზე ხმაურია
გიორგი ბაჩიაშვილის პროცესზე მედიის ნაწილს არ უშვებენ - ადგილზე ხმაურია.
ბიზნესმენის პროცესი საქალაქო სასამართლოში, ყველაზე მცირე დარბაზში უნდა ჩაატარონ, რასაც ბაჩიაშვილის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. დარბაზის შეცვლა სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გადაწყდა.
"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, დარბაზში სულ ოთხი სკამი დგას.
"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა კარი დახურეს.
"მტკვარი ჰესის" საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს. სწორედ მას მიმართავენ ადვოკატები დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით.
უკვე სასამართლო დარბაზში იმყოფება პროკურორი მიხეილ სადარაძე. რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, მას საბადრაგო სასამხაურის წარმომადგენლები სხდომაზე წუთი-წუთზე შეიყვანენ.
საუკუნის გაქცევის მთავარი გმირი დუმილის დარღვევისთვის ემზადება.
პატიმარი, რომელიც წლები ივანიშვილის მილიარდების განკარგავდა, მზადაa მისი დაკავების ბურუსით მოცულ ამბავზე საჯაროდ ილაპარაკოს. წესით, დღეს უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ მოხვდა გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან - რუსთავის მე-12 ციხეში.
- გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.